spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას და სპორტულ ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზებას.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები