spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველასამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

 

29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგანსაქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები