spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწვევას არ აპირებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწვევას არ აპირებს. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა ნაციონალური მოძრაობის გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე, – აღნიშნულია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებაში.

 

“განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია უპასუხისმგებლო და დესტრუქციული სუბიექტებისგან, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების მორყევა და ამ მიზნით უსაფრთხოების სამსახურის, მისი უფროსის და პირადი შემადგენლობის დისკრედიტაცია. აღნიშნული ქმედება არ არის ერთადერთი და შემთხვევითი. ეს არის ქვეყნისა და სამსახურის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის სერიის გაგრძელება და ერთ-ერთი მორიგი გამოვლინება. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ამ სუბიექტების გააქტიურება უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაურესების ფონზე, რაც პირდაპირ შედის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და ინსტიტუტების რეპუტაციული დაზიანების მცდელობით. ჩვენ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველი კომიტეტის წევრები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას.

 

სამსახურს სათავეში უდგას პატრიოტი, მაღალი კვალიფიკაციის ღირსეული პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობითაც უწყება ეფექტიანად საქმიანობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შიდა თუ გარე საფრთხეების პრევენციის  და ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით.  სწორედ ეს არ არის თავსებადი მავნებლების დღის წესრიგთან, რაც იწვევს მათ არაადეკვატურ ნაბიჯებს. 

 

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სამსახურთან, ვიყენებთ ზედამხედველობის სფეროში არსებულ ყველა ინსტრუმენტს და ვაცხადებთ, რომ სამსახურის და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ცილისმწამებლური გამონათქვამები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, ატარებენ ვიწროპოლიტიკურ, პროვოკაციულ ხასიათს, წარმოადგენენ მავნებლური დღის წესრიგის ნაწილს“, – აღნიშნულშია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები