spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია იმართება

“თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “შეუჩერდეს ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება” – ამ მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია იმართება.

შეკრებილები “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებენ და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი რეჟიმის ქალი პოლიტპატიმარია და არ შეიძლება ის პატიმრობაში დარჩეს.

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები