თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაიწყო.
აქციას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ.
შეკრებილებს აქვთ საქართველოს, აშშ-ის და ევროკავშირის დროშები და ბანერები წარწერით “თავისუფლება მიშას”.