თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა და ავტომობილებს დაეცა.
ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ერთი, რომელიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.