spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“თბილისი-კიევის” რეისი თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო გადაიდო

თბილისი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან “თბილისი-კიევის” რეისის შესრულება გადაიდო, რომელიც ავიაკომპანია “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს” უნდა შეესრულებინა. ამის შესახებ Front News-ს თბილისის აეროპორტიდან წყარომ აცნობა.

 

წყაროს ცნობით, თვითმფრინავი კიევში გაფრენას ვერ შეძლებს ლაინერის ავარიული დაშვების გამო, რომლის მიზეზი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა, რომელიც კიევი-თბილისის რეისს ასრულებდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები