“თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილია.
ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ისინი საქალაქო სასამართლოსთან გადანაცვლებას გეგმავდნენ, თუმცა ამ დროისთვის ისინი კვლავ “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.