თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ჩქაროსნულ ავტობანზე გზას კვეთდა, რა დროსაც მას სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
ქალი მიღებული დაზიანებებით ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.