spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისი-ვენის რეისის 180-ვე მგზავრმა ბორტი უსაფრთხოდ დატოვა

თბილისი-ვენის რეისის 180-ვე მგზავრის და ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

 

ამ დროისთვის მათ თვითმფრინავი უკვე დატოვეს.

 

“საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავმა, რომელსაც აფრენისთანავე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის ცაზე თითქმის 2-საათიანი ფრენის შემდეგ, რითაც პიტორი საწვავის დაცლას ცდილობდა, აეროპორტში უსაფრთხო დაშვება მოახერხა. 

 

თვითმფრინავი ამ დროისთვის ტექნიკურ შემოწმებას გადის.

 

პილოტები, რომელმაც თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვება მოახერხეს, თემურ ტოლომაშვილი და გიორგი გიუნაშვილი არიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები