4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა, რომლის აღსანიშნავად, თბილისის ანძა ამავე ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, საქართველო აღნიშნული ფორმით მეგობარ ქვეყანასა და სტრატეგიულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს.
აშშ დღეს დამოუკიდებლობის 247-ე წლისთავს ზეიმობს.