spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია შპს “ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს.

 

“გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს “ელ ემ სის” მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: “ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. 

 

პროექტში ასევე, მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერიის, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ასევე, პასუხი აგონ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს, ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სისთან“, რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტოდოკუმენტაციის შედგენა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები