თბილისის მერია იაკობ გოგაბაშვილის საფლავთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველაპროცედურის დაცვით აღადგინეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სუს-ის კრებსების მიხედვით, თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოების დროს, დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი და მისი ნეშტის ნაწილები გაიბნა.