spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის მერია – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ ნაძვის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

“გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები