spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ “მგზავრებმა” ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს

20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ “მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ “მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

“ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ “მგზავრების” კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ “მგზავრებმა” ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები