“სოლიდარობა საჯარო მოხელეებს” – ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
მერიასთან შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს და აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით, თავიანთი შეხედულების გამო გაათავისუფლეს.
მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც იმყოფებიან.
მთელი დღის განმავლობაში თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები გაიმართება.