დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხონით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები თბილისის მერის კახი კალაძის გადადგომას ითხოვენ.
მათი თქმით, მთავარი დამნაშავე კორუფციული მმართველობააიგივე მოთხოვნით აქცია დაიგეგმა პარლამენტთანაც, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
“სწორედ ამიტომ ვაპროტესტებთ ნებისმიერ კორუფციულ გარიგებას, რის შესახებაც გავიგებთ, რასთან კავშირშიც არის ხოლმე თბილისის მერია, ის არამარტო ჯიბიდან გვაცლის ფულს, არამედ შეიძლება ადამიანების სიცოცხლეც კი წაგვართვას“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.