საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა.
ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ საქართველოში რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას.