თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს. ამ დროისთვის მეტროსადგურ “სადგურის მოედანიდან” “ახმეტელის” მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც Front News-ს ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა აცნობეს, შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად კაბელის დაზიანებას ასახელებენ.
ასევე, ადგილზე გავრცელებული ერთ-ერთი ინფორმაციით, მეტროსადგურ “დიდუბეში” მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, რამაც შეფერხება გამოიწვია.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.