spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მეტროში ძაბვის ვარდნამ საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

 

“აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ “წერეთლის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა.

 

ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები