თბილისის ნაწილს და რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
ამ დროისთვის გათიშულია ქუთაისი, ხობი, ფოთი, ზუგდიდი, გორი და რამდენიმე ქალაქი.
"სისტემური ავარიაა, როგორც ვიცი რეგიონებშიც არ არის. ელექტროსისტემიდან არ მოგვეწოდება ჩვენ, სისტემის შემადგენელი ნაწილია თბილისი. თუ მოგვაწოდებენ, ჩვენც მივაწვდით მომხმარებლებს, გავანაწილებთ", – აცხადებენ "თელასში".