თბილისის ქუჩებში ერთდროულად ორი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
ილიაუნის A კორპუსიდან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მარში დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსთან მივლენ მოგვიანებით კი რესპუბლიკურ მოედანზე დაგეგმილი აქციას შეუერთდებიან. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მასწავლებლები.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მისვლას და სტუდენტების მხარდაჭერას გეგმავენ.
მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შეერთდებიან და 21:00 საათზე პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც აქციის მონაწილეები ღამეც დარჩებიან.
მანამდე კი თბილისის ქუჩებში ქალთა მარში გაიმართა. აქცია-პერფორმანსის მონაწილე ქალებმა სიმბოლურად ჩემოდნები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დატოვეს.