ჩინური სატვირთო ავიაკომპანია SF Airlines 20 ივლისიდან ურუმჩი-თბილისის მიმართულებით სატვირთო რეისებს შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
SF Airlines სატვირთო რეისებს B757 ხომალდით კვირაში ერთი, ხოლო 24 აგვისტოდან ორი სიხშირით შეასრულებს.
SF Airlines ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტი ხომალდით მთელ მსოფლიოში ოპერირებს.