თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული.
ევაკუაციის გამოცხადება აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში მიტოვებული ჩანთის აღმოჩენას მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა და დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა.
აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.