spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა

თბილისის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოპოზიცია  ტრანსპორტზე ფასის ზრდას აპროტესტებს. დაპირისპირება  სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე  ამ საკითხის განხილვას მოჰყვა. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზვიად კუპრავამ სხდომაზე მოითხოვა, რომ ტრამსპორტზე მგზავრობის ღირებულება უცვლელი დარჩეს, მისი თქმით, მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  მეტროპოლიტენში ბილეთის ღირებულება – 50 თეთრი არ გაიზარდოს.

 

“ქართული ოცნების” წევრები არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ სხდომაზე დამსწრე მოქალაქეებსაც დაუპირისპირდენ.  საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა რევაზ სოხაძემ სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთ მოქალაქეს უზრდელი უწოდა, რის შემდეგაც სიტყვიერ დაპირისპირებაში კომისიის სხვა წევრებიც ჩაერთნენ.

 

ადგილზე სიტუაციის განსამუხტად უსაფრთხოების სამსახურის თანმშრომლები გამოიძახეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები