თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებით, ექსპრეზიდენტი იმ წარმატებული რეფორმებისათვის ისჯება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა ქვეყანაში.
სასამართლოს ეზოში წარმოდგენილია პერფორმანსი, სპეციალურ ბანერებზე განთავსებულია ის თეზისები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოშავებული ეკონომიკურ გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
ასამართლოს ეზოში მობილიზებული არიან სამართალდამცველები.