spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გიგი უგულავაც ესწრება, რომლის თქმით, თავადაცაა ბრალდებული 7 ნოემბრის საქმეზე და შესაბამისად აქვს უფლება სხდომას დაესწროს.

 

უგულავას სხდომაზე ფეისბუქ-ლაივი ჰქონდა ჩართული, რის გამოც მოსამართლემ ის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

 

“ამ პროცესს, მას შემდგ რაც მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და იმყოფება პატიმრობაში, განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანი. არგუმენტები, რომელიც მოგყავთ, რომ აქამდეც ვატარებდით და რატო არ გაინტერსებდათ, აბსოლუტურად არათანაზომადია იმ კონკრეტულ ვითარებაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. 

 

რატო არ შეუძლია სიგნალი მისცეს, ან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცეს ეს პროცესი? რატომ არ შედის საჯაროობა თქვენს ინტერესში?”, – მიმართა უგულავამ მოსამართლეს. 

 

პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის კამერა იღებს. 

 

7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტს წლების წინ აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, თუმცა დღეს მისი გადასინჯვა უნდა მოხდეს.

 

პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს.

 

ეზოში პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მობილიზებულია პოლიცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები