spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის საქმეზე პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

მათ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებას –  სამედიცინო დასკვნას წარმოადგენს. ასევე, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები