spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისსა და ქუთაისში პატიმრების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისსა და ქუთაისში პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამნისტია უფრო მეტ მუხლზე უნდა გავრცელდეს და მეტ პატიმარს უნდა შეეხოს, რომლებიც უკვე წლებია, რაც ჰუმანურ აქტს ელოდებიან.

 

“ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ეს ამნისტია იყოს საყოველთაო, რადგან ხელისუფლებამ რომელი ამნისტიაც დააინიიცირა, არის შერჩევითი, არაჰუმანური და ჩვენ ვითხოვთ, რომ იყოს ჰუმანური. 

 

ეს უნდა შეეხოს ყველა პატიმარს აბსოლუტურად. ხელისუფლება ასევე გვეუბნება, რომ ერთი ადამიანის გამო გაწირა ძალიან ბევრი პატიმარი, თუნდაც პრეზიდენტი სააკაშვილი რომელი მუხლითაც ზის, კი, ბატონო, დამნაშავეა, უნდა მოიხადოს სასჯელი, მაგრამ სხვა პატიმრებმა რა დააშავეს იმავე მუხლით რომ სხედან?”, – განაცხადა  პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

ამნისტიის შესახებ კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო. მესამე მოსმენით კანონს საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები