spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისსა და რეგიონებში სკოლების პროტესტი გრძელდება

თბილისსა და რეგიონებში სკოლების პროტესტი გრძელდება.

აქციის მონაწილეები სასკოლო პროცესის წარმართვაზე უარს ამბობენ და “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ეხება.

თბილისში რამდენიმე სკოლაა გაფიცული. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და ზუგდიდში.

ახალგაზრდები მიმართავენ მასწავლებლებს, რომ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას და დადგნენ მოსწავლეთა გვერდით.

ადგილზე იმყოფებიან მოსწავლეების მშობლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის, ისტორიის სწორ მხარეს დგომა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები