“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ თსუ-ის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობასთან უკვე მივიდნენ. ისინი აქციას აანონსებენ.
თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს კახეთში, წალენჯიხაში, ქუთაისსა და თელავში.
აქციის მონაწილეები “ქართულ ოცნებას” მიმართავენ, რომ კანონი გააუქმოს.
“ქართულ ოცნებას” მივმართავ, რომ მათ არ აქვთ უფლება ჩვენი ერის სახელით გადაწყვეტილებები მიიღონ, თან ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას კვლავ რუსეთში და ტოტალიტარულ რეჟიმში დააბრუნებს.
ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა და არა ის ჭაობი, რომელშიც მიგვათრევს ეს მთავრობა. მე იმიტომ გამოვედი აქ, რომ გვერდით დავუდგე ამ ბავშვებს, ისინი სწორ გზას ადგანან და მინდა ვთხოვო მშობლებს, გამოვიდნენ, ამოუდგნენ ამ ბავშვებს გვერდში. ყველა უნდა გამოვიდეს, ვისაც შეუძლია და გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება საქართველოში”, – განაცხადა ქუთაისში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.