spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება

თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება.

მოქალაქეები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებს დღესაც მართავენ.

მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები.

აღნიშნული მოთხოვნით, აქტივისტები თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბნენ. პარლამენტის წინ მყოფ მოქალაქეებს საქართველოს, ამერიკის და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.

ქუთაისში პროტესტის მონაწილეები 57-ე დღესაც მერიასთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ.

ბათუმში კი მოქალაქეები სასტუმრო “შერატონთან” პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. სასტუმროს შენობაში აქტივისტებმა წითელი საღებავით დაწერეს – “არ არის უსაფრთხო”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები