spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თბილისში 31 წლის დაკარგულ ტურისტს ეძებენ

თბილისში 31 წლის დაკარგულ ტურისტს ეძებენ. ავსტრალიის მოქალაქე შანე ბრუკი საქართველოში, მეგობრებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ბოლოს ისინი თბილისთან ახლოს, ლაშქრობაზე იყვნენ, რის შემდეგაც გოგონას კვალი იკარგება. 

 

მეგობრები ყვებიან, რომ ბოლო ზარის განხორციელებისას ბრუკმა თქვა, რომ თავს დაესხნენ და შველას ითხოვდა. 

 

“სახლი დატოვა დაახლოებით 15:30-ზე. სადღაც ერთ საათში მეგობრებს დაურეკა უცხოეთში. ისმოდა ყვირილი, გამიშვი ხელიო და შველას ითხოვდა. ეს არის ის, რაც ვიცით.

 

ბოლოს მთაწმინდაზე, ანძასთან ახლოს ფიქსირდება მისი ტელეფონის ლოკაცია, თუმცა არ ვიცით ზუსტად. ტურისტები საკუთარი ძალისხმევით ვეძებთ ამ ლოკაციაზე”- აცხადებს დაკარგული ტურისტის მეგობარი.

 

პოლიცია დაკარგულ ქალს ამ დრომდე ეძებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები