თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ახალგაზრდა მრავლობებითი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა დაჭრაში ბრალდებული.