თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.