თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი.
გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე, რაც მკვლელობას გულისხმობს და 376-ე, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.