თბილისში, სამგორის რაიონში ახალგაზრდა ქალი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის გოგონას ცხედარი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლთან, ორმოში იპოვეს. მას ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.