spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს.

მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ გალობით მიემართებიან.

მომლოცველებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც საშობაო სამოსელით არიან შემოსილი.

მსვლელობის მონაწილეებს მოქალაქეები ტრადიციულად, სურსათსა და სიმბოლურ თანხას აძლევენ. დღის ბოლოს კი შეგროვებული თანხა და სურსათი მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს გადაეცემა.

საშობაო ალილოს მსვლელობა სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2 000 წლიდან აღდგა.

საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი აღევლინება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები