spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას, ქუთაისიდანაც შეუერთდნენ. ოპოციზიური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სამარშრუტო ტაქსებით და კერძო ავტომობილებით ქუთაისიდან დილით გამოემართნენ და კანცელარიასთან, საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. 

"ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, სამართალთან და სამართლიანობასთან არანაირ კავშირშია. სამართალდამცველები ვანდალური აქტით იყვნენ დაკავებულები, როდესაც ოფისი გააპარტახეს, სევერი, საბუთები წაიღეს ცენტრალური ოფისიდან. იმ ადამიანებზე კი, ვინც მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილნი ოფისში, იძალადეს. შედეგად, გარკვეული სახის ფიზიური დაზიანებებიც აქვთ მიყენებული. მოკლედ, იქცევიან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და პრობლემებს უქმნიან ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მომავალს. ფაქტობრივად სახეზე გვაქვს დიქტატურა, რომელიც გააფორმა დღეს ღარიბაშვილმა. უკვე თბილისში ვართ, ველოდებით აქციის დაწყებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბესიკ ბრეგაძემ.

საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, რამდენიმე წუთში დაიწყება. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით პოლიციამ ნიკა მელია დააკავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები