spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

ექიმების ინფორმაციით, ქალს მთელ სხეულზე – გულმკერდის, თავის, მუცლის, ზედა კიდურებზე, ხელებზე,  მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები ჰქონდა.

 

“ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში 22:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, 27 წლის, რომელსაც სხეულის მიდამოზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის შემავალი სისხლმდენი ჭრილობები. ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული. შემოსვლისას ჩატარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ამ ეტაპისთვის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. გრძელდება დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, დაკვირვება. ის რჩება გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა ეკატერინე მიქელაძემ.

 

ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი გუშინ ღამით დაჭრეს. ადგილობრივების თქმით, ქალს მრავლობითი ჭრილობები მეზობელმა, შუახნის მამაკაცმა მიაყენა.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები