spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში, ევროპის მოედნიდან გურულების მარში იმართება

ამდენი გურული რომ თბილისში ჩამოვა, არაა კარგად საქმე, – ამის შესახებ მასწავლებლის ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ თბილისში, გურულების მარშზე განაცხადა.

ისინი ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

“ჩამოვედით, ჩამოვალთ და დავრჩებით კიდეც, სანამ ახალი ლეგიტიმური არჩევნები არ ჩატარდება.

ყველა კუთხე გავერთიანდებით და მივახვედრებთ “ქართულ ოცნებას” რატომ ვართ აქ.

არ ესმით, რადგან სრული კომფორტი აქვთ და არაფერზე დარდობენ, სანამ დროა, ან წავიდნენ ან შეჩერდნენ.

ჩვენ არ ვაპირებთ სამაგიეროს გადახდას, ჩვენ გვინდა მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება”, – განაცხადა აფხაზავამ.

ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით გურულების მარში იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები