თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე შანე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს.
31 წლის ქალის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ მთაწმინაზე იპოვეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედარს ექპსერტიზაზე გადაასვენებენ.
შსს ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
შანე ბრუკი გუშინ გაუჩინარდა.