თბილისში IT სპეციალისტებისა და პროგრამისტების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქტივისტებს ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”; “ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს”.
დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე მსვლელობა, საღამოს კი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.