თბილისში შვილმა მამა მოკლა. მკვლელობა გლდანში მოხდა.
მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.