თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რკინიგზის 2 თანამშრომელი. მგზავრებს შორის დაშავებული არავინ არის.
შემთხვევა ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.