თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში იმართება. მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.
მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები და “ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირების მოთხოვნით წარწერებიანი ბანერები.
სენატორ ჯიმ რიშის ინიციირებულ დოკუმენტს სენატი 27 მარტს განიხილავს.