თბილისში მიმდინარე აქციებს დღეს რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მსვლელობა, მათ შორის 14:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში თბილისის საქალაქო სასამართლომდე, 15:00 საათზე – ვასო აბაშიძის თეატრიდან, მასწავლებლების მარში, 15:00 საათზე – გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე, „ქუთაისელების მარში“, 16:00 საათზე – ფილარმონიიდან პარლამენტამდე „სვანების მარში“, 17:00 საათზე – ევროპის მოედნიდან “აჭარლების მარში“, 17:00 საათზე – ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მოდის სფეროს მარში, 18:00 საათზე – ვაკის პარკიდან პარლამენტამდე “რაჭველების მარში“, 18:00 საათზე – ბუკიას ბაღიდან პარლამენტამდე “არაგველების მარში“, 18:00 საათზე – მზიურის პარკიდან პარლამენტამდე “ქართლელების მარში“, 18:00 საათზე – მარჯანიშვილის მოედნიდან “იმერლების მარში“, 19:00 საათზე – თსუ-დან “მეგრელების მარში“, 19:00 საათზე – რესპუბლიკის მოედნიდან, „მესხების მარში“ გაიმართება.
საბოლოო შეკრების ადგილი კვლავ რუსთაველის გამზირია.
მათი მოთხოვნები უცვლელია – განთავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
თბილისსა და რეგიონებში პროტესტი 24 დღეა, გრძელდება. უწყვეტი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა.