spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” დაფუძნდა

თბილისში პოლიტიკური მოძრაობა “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” დაფუძნდა.

მოძრაობის წევრები არიან ვახუშტი მენაბდე, ელენე ფასური, ლევან ლორთქიფანიძე და სხვები.

ვახუშტი მენაბდეს თქმით,  ისინი იქნებიან იქ, სადაც ხალხს სჭირდება.

“გასულ კვირებში გავრცელდა ჭორი, რომ წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანები, მემარცხენეებად რომ მოიხსენიებთ ხოლმე, რაღაცას აპირებენ. თქვენ იცით, სად არიან მემარცხენეები, ჩვენ ვართ წინააღმდეგობის ნაწილი და ვართ იქ, სადაც ხალხს სჭირდება. დღეს ვართ აქ იმიტომ, რომ გითხრათ – ეს ჭორი არის სიმართლე.

130 წლის წინ გურიაში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოტანა და დღეს ჩვენ, 130 წლის შემდეგ, 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ბიუსტთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გითხრათ – აქ ვართ, ერთად ვართ და ჩვენი სახელია “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები