თბილისში მოტოციკლის და ველოსიპედის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას და ფოტოს ფეისბუქ გვერდი -„ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ გზა ჩაუჭრა ბაიკერს, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს.
ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა.