თბილისში ავტომობილი მტკვარში გადავარდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფი და სამართალდამცველები მუშაობენ.
გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ მანქანამ მტკვართან არსებული ქვის ჯებირი გაანგრია.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი პირი იმყოფებოდა მანქანაში და არის თუ არა მსხვერპლი.